ყველანი მივუყვებით ცხოვრების გზას, რომლის დინებაც არ ვიცით სად ან რა სისწრაფით მიგვაქროლებს. ჩვენს გარშემო უკვე კარგად ნაცნობი ადამიანების ყოველწამიერი ცვლილებაა ახალახალი სახეებით. ძნელია გარკევა რაა ჭეშმარიტი, ჩვენი ცხოვრებისეული ლაბირინთი ისე აირია შეუძლებელია გზის გარკვევა. ისევ "გრანელის" საფლავთან ვარ და მასსავით ჩემთან ერთადაა ჩვენი განუყრელი და - სიჩუმე...
"მე არ მინდოდა სიცოცხლე,
არც სიკვდილი
მე რაღაც სხვა მსურდა"...
ცხოვრების ამაოებისგან გამოფიტული "ჩემი სამყარო" თითქოს ჩაიშალა და სურვილიც კი აღარაა ბრძოლის. ეს ცხოვრებისეული ბრძოლა უკვე დასრულებულია, მაგრამ გამარჯვებული არსად არ ჩანს. შიშველი სიჩუმე ფარავს ირგვლივ ყოველივეს, ხავსმოკიდებულ საფლავებზე მხოლოდ წარწერების გარკვევაა შესაძლებელი, რომლებსაც მარადმწვანე ნაძვები მედიდურობით დასჩერებიან. წარსული, აწმყო და მომავალი ბინდმა მოიცვა, ერთ დაუსრულებელ უსინათლო დღედ გადაიქცა , წამი მარადისობამ შეითვისა და სიცოცხლესა და სიკვდილს მიღმა უსასრულობა წარმოიშვა, სწორედ ამ უსასრულობაში დაიდო ბინა ფიქრებმა და ესე წარმოიშვა "ფიქრთა სავანე", რომლისგანაც თავის დაღწევა თითქმის წარმოუდგენელია, უწინ , ეხლა და წლების შემგეგ ეს კანონი ბატონობდა და იბატონებს და ერთი ორი ან თუნდაც ათეულობით ადამიანიც კი ვერ შეცვლის მარადისობის ამ დაუწერელ კანონს. არვიცი ვინ როგორ გრძნობს ჩვენში არსებული ჩვენი სამყაროს ამ ბრძოლა-ჭდილს. ეს ისეთი მრავალფეროვანია! ჩვენი გონების ფერებითაა გაფერადებული, ზოგისთვის ხალასია, ზოგისათვის უდაბური, არ მოისურვოთ აჯანყება არ დაკარგოთ ინდივიდუალიზმი, ნუ გააქრობთ ერთი ინდივიდისგან მეორე ინდივიდის შეცნობის ინტერესს, ნუ დაამზგავსებთ საკუთარ თავს სხვებს, არ მოირგოთ ნიღბები რომლებიც არ შეგეფერებათ, დარდი ყველას უხდება ხნიერსაც და ახალგაზრდასაც. ვაშენოთ ჩვენი სამყარო მაშინაც კი როცა ჩვენთის დღე
- ღამეა ...
ამონარიდი ჩანაწერებიდან 20.07.2015
No comments:
Post a Comment